მსოფლიო ამბები

15 Feb '19

მსოფლიო ჩემპიონატზე გიგანტურ სლალომში ალექსი ბენიაიძე იასპარეზებს

14 თებერვალს ორეში (შვედეთი) გაიმართა სამთო-სათხილამურო მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეჯიბრება - გიგანტური სლალომი, სადაც საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ნაკრების წევრები: იასონ აბრამაშვილმა, ალექსი ბენიაიძემ, სოსო და ბესარიონ ჯაფარიძეებმა მიიღეს მონაწილეობა.

შეჯიბრებაში 57 ქვეყნის 120 მონაწილემ იასპარეზა. ალექსი ბენიაიძემ 27-ე, სოსო ჯაფარიძემ 28-ე, იასონ აბრამაშვილმა 30-ე და ბესარიონ ჯაფარიძემ 47-ე ადგილები დაიკავეს. შეჯიბრება შვედმა ალექსი ლინდქუისთმა მოიგო.

დღეს გაიმართება გიგანტური სლალომი, სადაც გამოსვლის უფლება ალექსი ბენიაძემ მოიპოვა. ალექსი 77-ე ნომრით იასპარეზებს. სულ შეჯიბრებაში 55 ქვეყნის 98 სამთო-მოთხილამურე მიიღებს მონაწილეობას. შეჯიბრება 17:15 სთ.-ზე დაიწყება.

ხვალ გაიმართება სლალომის საკვალიფიკაციო შეჯიბრება ვაჟთა შორის.

წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოთხილამურეებს!