მსოფლიო ამბები

15 Feb '19

ნინო წიკლაურმა მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა

14 თებერვალს ორეში (შვედეთი) მსოფლიო ჩემპიონატზე ქალთა გიგანტური სლალომი გაიმართა. საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ნაკრების წევრმა - ნინო წიკლაურმა პირველ ცდაზე კვალიფიკაცია წარმატებით გაიარა და საბოლოოდ 52-ე ადგილი დაიკავა.

მსოფლიო ჩემპიონი სლოვაკი პეტრა ვლხოვა გახდა. ვერცხლის მედალი გერმანელმა ვიქტორია რებენსბურგმა მოიპოვა, იგი პირველ ცდაში ლიდერობდა, მაგრამ საბოლოოდ მან გამარჯვებულთან +0.14 წმ. წააგო. ბრინჯაოს მედლის მფლობელი ამერიკელი ვარკვლავი მიკაელა შიფრინი გახდა, მან პეტრასთან +0.28 წმ. წააგო.

ხვალ, 16 თებერვალს გაიმართება სლალომი, სადაც ნინო ისევ იასპარეზებს.

წარმატებას ვუსურვებთ ნინოს! 

.