მსოფლიო ამბები

12 Feb '19

ალექსის პინტურო მსოფლიო ჩემპიონი გახდა

11 თებერვალს ორეში სამთო-კომბინაცია გაიმართა ვაჟთა შორის. ფრანგმა ალექსის პინტურომ ორი ცდის ჯამში საუკეთესო დრო აჩვენა და თავის კარიერაში პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი. მასთან მხოლოდ +0.24 წმ. წააგო სლოვენიელმა სტეფან ჰადალინმა და ვერცხლის მედალი ასევე პირველად მოიპოვა. მესამე ადგილზე კი ავსტრიელი მარკო შვარცი გავიდა (+0.46 წმ. წააგო). 

დღეს გაიმართება გუნდური შეჯიბრება, რომელიც 19:00 სთ.-ზე დაიწყება.