მსოფლიო ამბები

9 Feb '19

ვენდი ჰოლდნერმა სამთო-კომბინაციაში მსოფლიო ჩემპიონობა შეინარჩუნა

8 თებერვალს ორეში ქალთა სამთო-კომბინაცია გაიმართა. 

სწრაფდაშვება თოვის გამო 30 წთ.-ის დაგვიანებით დაიწყო. შვეიცარიელმა ვენდი ჰოლდნერმა მეორე ადგილზე გასულ სლოვაკ პეტრა ვლხოვას მხოლოდ +0.03 წმ. მოუგო და ამ სახეობაში მსოფლიო ჩემპიონობის ტიტული შეინარჩუნა. ბრინჯაოს მედალი ნორვეგიელმა რანილდ მუვინკელმა მოიპოვა. მან გამარჯვებულთან  +0.45 წმ. წააგო. 

,,ძალიან კარგად ვივარჯიშე, სწრაფდაშვების ტრასაზე კარგად დავეშვი და გავიფიქრე, რომ შესაძლებელი იქნეობდა მოგებაც.“ - თქვა ვენდი ჰოლდნერმა.

რანილდ მუვინკელი: -,,ბედნიერი ვარ, რომ ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე. ესაა ოცნების ასრულება. პირველ ცდაზე სწრაფდაშვევბისას ვფიქრობდი, რომე ეს იყო ვარჯიში 10 თებერვილისთვის, მერე სლალომის დაშვებაც კარგად გამომივიდა და საბოლოოდ მესამე ადგილზე გავედი. მაგარი შეგრძნებაა ძალიან. ორე ჩემს სახლთან ახლოსაა, ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები აქ არიან, მგულშემატკივრობენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში.“

სწრაფდშვების შემდეგ ავსტრიელი რამონა ზიბენჰოფერი ლიდერობდა, ორი ცდი ჯამში მას მხოლოდ +0.04 წმ.-ს მეასედი დააკლდა მესამე ადგილამდე. 

შემდეგი ქალთა შეჯიბრება - სწრაფდაშვება 10 თებერვალსაა დაგეგმილი.