ქართული ამბები

9 Feb '19

საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ახაგაზრდული ნაკრები ევროპის ოლიმპიურ ფესტივალზე გაემგზავრა

დღეს საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ახაგაზრდული ნაკრების წევრები: მაგატა ჯაფარიძე, ნინო კურტანიძე, სანდრო ჟორჟოლიანი, ნოდარ კოზანაშვილი და გიორგი აბრამაშვილი მწვრთნელებთან: ირაკლი ნასყიდაშვილთან და იბრაგიმ ჯანიძესთან ერთად სარაევოში (ბოსტნია ჰერცოგოვინა)  ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ.

8 თებერვალს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა  ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე დელეგაციის გაცილების ცერემონია. ფესტივალს  10 -15 თებერვალს სარაევო უმასპინძლებს და მასში საქართველოდან სპორტის 2 სახეობაში (სამთო - სათხილამურო სპორტი, ფიგურული ციგურაობა) სულ 6 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

მოთხილამურეები ორ სახეობაში: სლალომსა და გიგანტურ სლალომში იასპარეზებენ.

წარმატებებს ვუსურვებთ მათ!