ქართული ამბები

7 Feb '19

ქართველი სამთო-მოთხილამურეები 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ

დღეს შვედეთის ცნობილ კურორტ ორეში საქართველოს ქალთა ნაკრების წევრი - ნინო წიკლაური თავის იტალიელ მწვრთნელთან - ფრანჩესკო ზანკოლისთან ერთად გაემგზავრა.

ნინო მსოფლიო ჩემპიონატზე მეხუთედ იასპარეზებს. ქალთა გიგანტური სლალომის საკვალიფიკაციო შეჯიბრება 11 თებერვალს და სლალომის შეჯიბრება 15 თებერვალს გაიმართება. ნინო საუკეთესოთა 25-ეულში უნდა შევიდეს, რომ მთავარ შეჯიბრზე გამოსვლის უფლება მოიპოვოს.

ვაჟთა ნაკრების წევრები: იასონ აბრამაშვილი, ალექსი ბენიაიძე, სოსო და ბესარიონ ჯაფარიძეები ორეში 10 თებერვალს ჩავლენ. სამწუხაროდ მათი მთავარი მწვრთნელი ვალტერ ჰუბმანი შეუძლოთ გახდა და ვერ წაყვება მათ. ჩვენს ბიჭებს მეორე მწვრთნელი - ვახტანგ თედიაშვილი უხელმძღვანელებს. ჩვენს მოთხილამურეებს 14 და 16 თებერვალს ექნებათ საკვალიფიკაციო შეჯიბრებები გიგანტურ სლალომსა და სლალომში.

წარმატებებს ვუსურვებთ მათ!