მსოფლიო ამბები

7 Feb '19

დომინიკ პარისი სუპერგიგანტის მსოფლიო ჩემპიონია

6 თებერვალს ორეში ვაჟთა სუპერგიგანტი გაიმართა. იტალიელმა დომინიკ პარისმა სუპერგიგანტის მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა, ვერცხლის მედალი კი ფრანგმა იოჰან კლერიმ და ვინსენტ კრიხმაიერმა გაიყვეს. მათ ზუსტად თანაბარი დრო ჰქონდათ და გამარჯვებულთან მხოლოდ +0.09 წმ. წააგეს.

როგორც ქალების, ისევე ვაჟთა სუპერგიგანტის შეჯიბრებაზე დიდი კონკურენცია გაიმართა. სამხრეთ ტიროლერ დომინიკ პარისს ტრასის შესახებ არ ჰქონდა ინფორმაცია, რადგან ის მე-3 სასტარტო ნომრით ასპარეზობდა. დომინიკმა, ისევე როგორც სხვა მოთხილამურეებმა, რომლებმაც ფინიშის ხაზი გადაკვეთეს, გაანალიზეს, რომ ტრასა იყო საკმაოდ რთული. ბევრი მოთხილამურე ასპარეზობას გამოეთიშა, მათ შორის ერთ-ერთი ფავორიტი - მატეას მაიერი. საბოლოოდ 4-გზის კიცბუელის გამარჯვებული დომინიკ პარისი თავის კარიერაში პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი. წელს იგი ძალიან კარგ ფორმაშია. მსოფლიო თასის ეტაპებზე 6-ჯერ შევიდა საუკეთესოთა სამეულში.

დღეს გაიმართება სწრაფდაშვების ვარჯიშები. 8 თებერვალს ქალთა სამთო-კომბინაცია და 9 თებერვალს ვაჟთა სწრაფდაშვებაა დაგეგმილი.