მსოფლიო ამბები

6 Feb '19

მიკაელა შიფრინმა სუპერგიგანტის ოქროს მედალი მოიპოვა

5 თებერვალს შვედეთის ცნობილ კურორტ არეში 2019 წლის სამთო-სათხილამურო მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო.

ქალთა სუპერგიგანტში ოქროს მედალი ამერიკელმა ვარსკვლავმა - მიკაელა შიფრინმა მოიპოვა, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ: იტალიელი სოფია გოჯა და შვეიცარიელი კორინ სუტერი.

ამერიკელი ფავორიტი - ლინდსი ვონი სამწუხაროდ დაეცა, მაგრამ საბედნიეროდ ტრავმას გადარჩა.