ქართული ამბები

3 Feb '19

საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის მესამე ეტაპს გუდაურმა უმასპინძლა

                                                              

1-2 თებერვალს, გუდაურში  2019 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის მესამე ეტაპი გაიმართა.  

შეჯიბრება  ,,სპორტულ  ფერდობზე“ სლალომსა და გიგანტურ სლალომში ჩატარდება.

მოთხილამურეებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან სამ ასაკობრივ ჯგუფში იასპარეზეს :

ბავშვები  I,  დაბადების წელი 2005-2006

ბავშვები II, დაბადების წელი 2003-2004

მოზრდილები და იუნიორები, დაბადების წელი 2002 და უფროსი ასაკი.

შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს: გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარის ნაკრებმა გუნდებმა დ ა ასევე სპორტული სკოლების წევრებმა. შეჯიბრში სულ 70 მოთხილამურემ იასპარეზა.

აღსანიშნავია, რომ შეჯიბრების გამხსნელები იყვნენ უმცროსი ასაკის პერსექტიული მოთხილამურეები, რომელთა შორის დიდი კონკურენცია გაიმართა.

1 თებერვალს სლალომი გაიმართა. მზიანმა ამინდმა და თოვლის კარგმა ხარისხმა ორგანიზატორებსა და სპორტსმენებს ხელი შეუწყო, რომ შეჯიბრება წარმატებით ჩატარებულიყო.

სლალომში ჩემპიონები გახდნენ:

2005-2006 წწ. დაბადებულ გოგონათა და ვაჟთა შორის მარიამ ჯაფარიძე და გიორგი გულედანი.

2003-2004 წწ. დაბადებულ გოგონათა და ვაჟთა შორის მარიამ ნავერიანი და ლუკა ბუჩუკური.

2002 წ.-ს ზემოთ დაბადებულ გოგონათა და ვაჟთა შორის კი კატო გოცირიძე და გიორგი კურტანიძე.

გიგანტური სლალომის ტრასა სტანდარტულ სიგრძეზე განლაგდა. აღსანიშნავია, რომ ამ შეჯიბრებაში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი - ალექსი ბენიაიძე ასპარეზობდა. გიგანტურ სლალომში გაიმარჯვეს:

2005-2006 წწ. დაბადებულ გოგონათა და ვაჟთა შორის მარიამ ჯაფარიძემ და კოტიკო გოცირიძემ.

2003-2004 წწ. დაბადებულ გოგონათა და ვაჟთა შორის მარიამ ნავერიანმა და ლუკა ბუჩუკურმა.

2002 წ.-ს ზემოთ დაბადებულ გოგონათა და ვაჟთა შორის კი კატო გოცირიძემ და ალექსი ბენიაიძემ.

საქართველოს თასის გათამაშების მესამე ეტაპის გამარჯვებულები შეჯიბრების დასრულების შემდეგ ფინიშის ტერიტორიაზე საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდნენ.

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის თასის ეტაპების გენერალური სპონსორი კომპანია „სილქნეტია,,, მხარდამჭერები - კულტურისა და სპორტის სამინისტრო, მთის კურორტების განვითარების კომპანია და კომპანია ,,ბორჯომი“. 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ფედერაციის ვებ გვერდზე: www.gsf.ge