მსოფლიო ამბები

23 იან '19

ვენგენში ვაჟთა მსოფლიო თასის ეტაპები გაიმართა

18-20 იანვარს შვეიცარიის კურორტ ვენგენში ვაჟთა სამთო-სათხილამურო მსოფლიო თასის ეტაპები: სამთო-კომბინაცია, სწრაფდაშვება და სლალომი გაიმართა.

სამთო-კომბინაციაში ავსტრიელმა მარკო შვარცმა გაიმარჯვა, მეორე და მესამე ადგილებზე ფრანგი მოთხილამურეები: ვიქტორ მუფა იანდე და ალექსის პინტურო გავიდნენ.

ყველაზე სწრაფი და გრძელი სწრაფდაშვების ფერდობი ავსტრიელმა ვინსენტ კრიხმაიერმა 2:28.36 დროში დაფარა, მისი დრო საუკეთესი აღმოჩნდა და ჩემპიონი გახდა. მასთან +0.14 წმ. წააგო და მეორე ადგილზე გავიდა შვეიცარიელი ბით ფოიცი. მესამე ადგილი ნორვეგიელმა ალეკსანდერ ამოდტ კილდემ დაიკავა, მან გამარჯვებულთან +0.26 წმ. წააგო.

რაც შეეხება სლალომის შეჯიბრებას, სლალომისტებს შორის დიდი კონკურენცია გაიმართა. ჩემპიონი ფრანგი კლიმენტ ნოენი გახდა, მეორე ადგილზე ავსტრიელი მანუელ ფელერი გავიდა, მან მხოლოდ +0.08 წმ. წააგო ნოელთან, მესამე ადგილზე ავსტრიელი სუპერვარსკვლავი მარსელ ჰირშერი გავიდა, ჰირშერმა +0.10 წმ. წააგო გამარჯვებულთან. მეორე ცდაზე მას ჰქონდა საუკეთესო დრო, მაგრამ ვინაიდან პირველი ცდა ისე არ გამოუვიდა, როგორც გამოსდის ხოლმე, ამჯერად ორივე ცდის ჯამში წააგო.

შემდეგი ვაჟთა ეტაპები ავსტრიის ცნობილ კურორტზე - კიცბუელის რთულ ფერდობზე 24-26 იანვარს ჩატარდება.