ქართული ამბები

21 იან '19

ბაკურიანში საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის მეორე ეტაპი ჩატარდა და ,,თოვლის მსოფლიო დღე“ აღინიშნა

                                                                                                   

20 იანვარს 2019 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის მეორე ეტაპი - გიგანტური სლალომის შეჯიბრებაც ბაკურიანში, დიდველის ფერდობზე გაიმართა. 

მზიანმა ამინდმა და თოვლის კარგმა ხარისხმა სპორტსმენებსა და შეჯიბრის ორგანიზატორებს ხელი შეუწყო, რომ შეჯიბრება წარმატებით ჩატარებულიყო.

შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღო: სვანეთის, გუდაურის, აჭარის, ბაკურიანის გუნდებმა, წმინდა გიორგის სახელობის სკოლის მოსწავლეებმა და ასევე ბაკურიანის სპორტ-სკოლების წევრებმა.

გიგანტურ სლალომის შეჯიბრებაში 73 სპორტსმენი მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, პირველი შემთხვევაა მოასპარეზე სპორტსმენთა ასეთი სიმრავლე.

გიგანტურ სლალომში ჩემპიონები გახდნენ:

2005-2006 წწ. დაბადებულ გოგონათა და ვაჟთა შორის მარიამ ჯაფარიძე დ ა ლუკა დულათი.

2003-2004 წწ. დაბადებულ გოგონათა და ვაჟთა შორის მარიამ ნავერიანი და ირაკლი არღვლიანი.

2002 წ.-ს ზემოთ დაბადებულ გოგონათა და ვაჟთა შორის კი ნინო და გიორგი კურტანიძეები.

ეტაპებზე მიღებული ქულების ჯამი ახალგაზრდა მოთხილამურეებს, სამომავლოდ საქართველოს სათხილამურო ნაკრებში  მოხვედრაში დაეხმარება. 

შეჯიბრების დასასრულს  ,,თოვლის მსოფლიო დღის“ აღსანიშნავად ბავშვებს საჩუქრად მაისურები, სიგელები და სტიკერები დაურიგდათ. სპორტსმენები ფინიშის ტერიტორიაზე საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდნენ. ორგანიზატორებმა და სპორტსმენებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

ვულოცავთ ჩვენს მოთხილამურეებს წარმატებას!

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მიერ ორგანიზებული სამთო-სათხილამურო თასის ეტაპების გენერალური სპონსორი კომპანია „სილქნეტია,,, მხარდამჭერები - კულტურისა და სპორტის სამინისტრო, მთის კურორტების განვითარების კომპანია და კომპანია ,,ბორჯომი“. 

სრული შედეგები იხილეთ ფედერაციის ვებ გვერდზე: www.gsf.ge

                                                                             
 

photos by Zuka Chachanidze