ქართული ამბები

19 იან '19

დღეს ბაკურიანში საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის მეორე ეტაპი - სლალომის სახეობაში გაიმართა

19-20 იანვარს 2019 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის მეორე ეტაპს ბაკურიანი მასპინძლობს. 

დღეს, 19 იანვარს სლალომის შეჯიბრება დიდველის ფერდობზე ჩატარდა.

მოთხილამურეებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან სამ ასაკობრივ ჯგუფში იასპარეზებეს :

ბავშვები  I,  დაბადების წელი 2005-2006

ბავშვები II, დაბადების წელი 2003-2004

მოზრდილები, დაბადების წელი 2002 და უფროსი ასაკი.

შეჯიბებარში მონაწილეობა მიიღეს: გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარის ნაკრებმა გუნდებმა, რომლებმაც გასული წლის შიდა რეგიონალურ ჩემპიონატებზე წარმატებას მიაღწიეს და საქართველოს მთავარ ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს. 

დ  ღ ეს შეჯ იბრებაში მონაწილეობა მიიღო: სვანეთის, გუდაურის, აჭარის, ბაკურიანის გუნდებმა, წმინდა გიორგის სახელობის სკოლის მოსწავლეებმა და ასევე ბაკურიანის სპორტ-სკოლების წევრებმა.

შეჯიბრებაში 71 სპორტსმენი მონაწილეობდა.

2005-2006 წწ. დაბადებულ გოგონათა შორის გამარჯვებული ანი ჩიტაძე გახდა, მეორე და მესამე ადგილებზე ნატა მეხეშიძე და ნატა ჩოგაძე გავიდნენ. ვაჟთა შორის კი ოთარ წულეისკირმა მოიგო, მეორე ადგილზე გიორგი გულედანი გავიდა, მესამე ადგილი კი ლუკა ბურდულმა დაიკავა.

2003-2004 წწ. დაბადებულ გოგონათა შორის შეჯიბრება მოიგო ელენე ჩივაძემ, მეორე და მესამე ადგილები მარიამ ნავერიანმა და მარი ჩოგაძემ დაიკავეს. ვაჟთა შორის კი საუკეთესო სამეული ასე გადანაწილდა: პირველი ადგილი - ლუკა ბუჩუკური, მეორე ადგილი - ირაკლი არღვლიანი და მესამე ადგილი - ნიკოლოზ გაგაძე.

2002 წ.-ს ზემოთ დაბადებულ გოგონათა შორის გამარჯვებული კატო გოცირიძე გახდა, მეორე ადგილი თამარ ბარბარიანმა დაიკავა, მესამე ადგილს კი მაგატა ჯაფარიძე დასჯერდა. ვაჟთა შორის შეჯიბრება ლაშა კურტანიძემ მოიგო, მეორე და მესამე ადგილები ნოდარ კოზანაშვილმა და გიორგი აბრამაშვილმა დაიკავეს.

ეტაპებზე მიღებული ქულების ჯამი ახალგაზრდა მოთხილამურეებს, სამომავლოდ საქართველოს სათხილამურო ნაკრებში  მოხვედრაში დაეხმარება. 

ხვალ, 20 იანვარს დიდველის ფერდობზე მოთხილამურეები ერთმანეთს გიგანტურ-სლალომში შეეჯიბრებიან.

ხვალ ასევე ,,თოვლის მსოფლიო დღეს“ აღნიშნავს მსოფლიოს თითქმის ყველა სამთო-კურორტი. მათ შორის ეს დღე საქართველოს სამთო კურორტებზეც აღინიშნება.

სპორტსმენები შეჯიბრების დასრულების შემდეგ ფინიშის ტერიტორიაზე საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდებიან .

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მიერ ორგანიზებული სამთო-სათხილამურო თასის ეტაპების გენერალური სპონსორი კომპანია „სილქნეტია,,, მხარდამჭერები - კულტურისა და სპორტის სამინისტრო, მთის კურორტების განვითარების კომპანია და კომპანია ,,ბორჯომი“. 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ფედერაციის ვებ გვერდზე: www.gsf.ge