ქართული ამბები

16 იან '19

საქართველოს სათხილამურო ფედერაციასა და რადიო JAKO FM-ს შორის მემორანდუმს მოეწერა ხელი

 

15 იანვარს სასტუმრო ბილტმორ თბილისში რადიო JAKO FM-ის იუბილეზე, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა ეკატერინე გაბაშვილმა და რადიო JAKO FM-ის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ტარახჩევმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

საქართველოს სათხილამურო ფედერაციას რადიო JAKO FM ქვეყანაში სპორტის განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ხუთი წელია გვერდში უდგას.

 JAKO FM-ის იუბილეზე ეს თანამშრომლობა კიდევ ერთხელ დაფიქსირდა.

ამავე დღეს რადიო JAKO FM-მა 2018 წლის არაოლიმპიური სახეობების საუკეთესო სპორტსმენები დააჯილდოვა. ჯილდოები სპორტსმენებს გამოჩენილმა ადამიანებმა გადასცეს.