მსოფლიო ამბები

15 იან '19

ადელბოდენში სლალომსა და გიგანტურ სლალომში მარსელ ჰირშერმა გაიმარჯვა

12-13 იანვარს შვეიცარიის ცნობილ კურორტზე ადელბოდენში ვაჟთა სამთო-სათხილამურო მსოფლიო თასის სლალომისა და გიგანტური სლალომის ეტაპები გაიმართა.

გიგანტურ სლალომში გაიმარჯვა ავსტრიელმა მარსელ ჰირშერმა, მეორე ადგილზე ნორვეგიელი ჰენრიკ კრისტოფერსენი გავიდა, მას პირველ ცდაში საუკეთესო დრო ჰქონდა, მაგრამ ჰირშერთან საბოლოოდ +0.71 წმ. წააგო. მესამე ადგილი კი 37 წლის ფრანგმა ტომას ფანარამ დაიკავა.

სლალომში კი პირველ ცდაში ახალგაზრდა ავსტრიელი მარკო შვარცი ლიდერობდა, მაგრამ სამწუხაროდ მეორე ცდაზე ასპარეზობას გამოეთიშა და ჩემპიონი ისევ მარსელ ჰირშერი გახდა, მეორე ადგილი ფრანგმა კლიმენტ ნოილმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე ჰენრიკ კრისტოფერსენი გავიდა.

საერთო ჩათვლაში მარსელ ჰირშერი 976 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზე ჰენრიკ კრისტოფერსენია 571 ქულით, ფრანგი ალექსი პინტური კი მესამე ადგილს ინარჩუნებს, მას 494 ქულა აქვს.

შემდეგი მსოფლიო თასის ეტაპები 18-20 იანვარს ვენგენში (შვეიცარია) გაიმართება.