ქართული ამბები

15 იან '19

ზაგრებში იასონ აბრამაშვილმა მესამე ადგილი დაიკავა

14 იანვარს ზაგრებში (FIS-ის) საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით სამთო-სათხილამურო სპორტში სლალომის შეჯიბრება ჩატარდა.

საქართველოს სამთო-სათხილამურო ნაკრების წევრმა იასონ აბრამაშვილმა მესამე ადგილი დაიკავა. შეჯიბრება ჰოლანდიელმა მაქს როზამ ვანმა  მოიგო, მეორე ადგილზე ჩეხი მიხალ სტასზოვსკი გავიდა. იასონმა ამ შედეგით მსოფლიო რეიტინგი გაიმყარა.

შეჯიბრებაში 12 ქვეყნის 50 სპორტსმენი ასპარეზობდა.

ალექსი ბენიაიძე, სოსო და ბესარიონ ჯაფარიძეები სამწუხაროდ ასპარეზობას გამოეთიშნენ.

ვულოცავთ იასონს ამ წარმატებას!