ქართული ამბები

9 იან '19

სერბეთში ჯაბა სხვედიანმა შეჯიბრება მოიგო

3-4 იანვარს სერბეთში, კურორტ კოპაონიკში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS-ის) ეგიდით სნოუბორდის სლოუფსთაილში და ბიგაერში შეჯიბრება ჩატარდა.

საქართველოს სნოუბორდის ნაკრების წევრმა - ჯაბა სხვედიანმა პირველ დღეს - სლოუფსთაილში შეჯიბრება მოიგო, მეორე დღეს კი ბიგ აირში მესამე ადგილი დაიკავა.

ვულოცავთ ჯაბას ამ წარმატებას!