მსოფლიო ამბები

10 დეკ '18

ვალ დიზერში მარსელ ჰირშერმა გაიმარჯვა

8 დეკემბერს საფრანგეთის ცნობილ კურორტზე - ვალ დიზერში ვაჟთა სამთო-სათხილამურო მსოფლიო თასის გიგანტური სლალომის ეტაპი ჩატარდა.

ავსტრიელმა მარსელ ჰირშერმა გაიმარჯვა, ნორვეგიელმა ჰენრიკ კრისტოფერსენმა მასთან +1.18 წმ. წააგო და მეორე ადგილზე გავიდა, მესამე ადგილი შვედმა მატს ოლსონმა დაიკავა.

მეორე დღეს კი სლალომი უამინდობის გამო გაუქმდა.