მსოფლიო ამბები

3 დეკ '18

ქალთა სამთო-სათხილამური მსოფლიო თასის ეტაპები კანადაში ჩატარდა

29 ნოემბერსა და 1-2 დეკემბერს ქალთა მსოფლიო თასის ეტაპები ლეიქ ლუისში (კანადა) ჩატარდა.

სწრაფდაშვებაში ავსტრიელმა ნიკოლ შმიდჰოფერმა გაიმარჯვა, მასთან +0.15 წმ. წააგო შვეიცარიელმა მიშელ გისინმა და მეორე ადგილი დაიკავა. გერმანელმა კირა ვიდლერმა გამარჯვებულთან +0.50 წმ. წააგო და მესამე ადგილზე გავიდა.

მეორე დღის სწრაფდაშვებაც შმიდჰოფერმა მოიგო, მეორე ადგილზეც მისი თანაგუნდელი - კორნელია ჰიუტერი გავიდა, მიშელ გისინმა კი ამჯერად მესამე ადგილი დაიკავა.

რაც შეეხება სუპერგიგანტს, ჩემპიონი ამერიკელი  ტიტულოვანი მიკაელა შიფრინი გახდა, მან საკმაოდ დიდი სხვაობით +0.77 წმ.-ით მოუგო მეორე ადგილზე გასულ ნორვეგიელ რანიჰლდ მუვინკელს, გერმანელი ვიქტორია რებენსბურგი კი მესამე ადგილს დასჯერდა. შიფრინი პირველი სამთო-მოთხილამურეა, ქალთა და ვაჟთა შორის, რომელმაც შეძლო ექვსივე სახეობის მოგება. მან შარშან ამავე კურორტზე სწრაფდაშვების ეტაპი პირველად მოიგო.

შემდეგი მსოფლიო თასის ეტაპები სანტ მორიცში (შვეიცარია) 8-9 დეკემბერს გაიმართება.