მსოფლიო ამბები

3 დეკ '18

ბევერი კრიკში ვაჟთა მსოფლიო თასის ეტაპები გაიმართა

გასულ შაბათ კვირას ვაჟთა სამთო-სათხილამურო მსოფლიო თასის გათამაშებას ამერიკა - ბევერი კრიკ მასპინძლობდა. ცნობილ ტრასაზე -,,ბერდ ოფ ფრეი“ სწრაფი სახეობები და გიგანტური სლალომი ჩატარდა.

სწრაფდაშვებაში საუკეთესო შვეიცარიელი ბით ფოიცი იყო, მან +0.07 წმ. მოუგო თავის თანაგუნდელს მაურო კავიცელის, მესამე ადგილზე გასულმა ნორვეგიელმა აკსელ ლუნდ სვინდალმა 0.01 წმ. წააგო კავიცელისთან.

სუპერგიგანტში კი საუკეთესოთა სამეულში ხუთი სპორტსმენი შევიდა. გაიმარჯვა ავსტრიელმა მაქს ფრანცმა, მეორე ადგილზე მაურო კავიცელი გავიდა (+0.33 წმ.) და მესამე ადგილი სამმა მოთხილამურემ: აკსელ ლუნდ სვინდალმა, იტალიელმა დომინიკ პარისმა და ნორვეგიელმა ალექსანდერ ამოდტ კილდემ დაიკავეს. მათ გამარჯვებულთან +0.41 წმ. წააგეს.

გიგანტური სლალომი გერმანელმა სტეფან ლუიცმა მოიგო. სტეფანმა ტრავმების გამო ორი წელი გამოტოვა, მაგრამ მას მოტივაცია არ დაუკარგავს და თავის კარიერაში პირველი გამარჯვება იზეიმა, ავსტრიელმა ტიტულოვანმა მარსელ ჰირშერმა მასთან +0.14 წმ. წააგო და მეორე ადგილზე გავიდა. მესამე ადგილი დაიკავა შვეიცარიელმა ტომას ტუმლერმა, რომელიც 48-ე ნომრით ასპარეზობდა.

შემდეგი ვაჟთა მსოფლიო თასის ეტაპები ვალ დიზერში (საფრანგეთი) 8-9 დეკემბერს გაიმართება.