მსოფლიო ამბები

27 ნოე '18

ლეიქ ლუისში მაქს ფრანცი და კეტილ იანსრუდი გახდნენ ჩემპიონები

24-25 ნოემბერს ვაჟთა სამთო-სათხილამურო მსოფლიო თასის სწრაფდაშვებისა და სუპერგიგანტის ეტაპები კანადაში - ლეიქ ლუისში გაიმართა.

ამ სეზონის პირველი სწრაფდაშვება ავსტრიელმა მაქს ფრანცმა მოიგო, მეორე ადგილზე იტალიელი კრისტოფ ინერჰოფერი გავიდა, მან გამარჯვებულთან +0.28 წმ. წააგო. მესამე ადგილზეც იტალიელი დომინიკ პარისი გავიდა (+0.54 წმ.).

მაქს ფრანცი: -,,ამ მომენტისთვის კარგად ვსრიალებ. რამდენიმე კვირის წინ მუხლის პრობლემები მქონდა, მაგრამ აქ პირველი ვარჯიშის შემდეგ ვიგრძენი, რომ შემეძლო ბოლომდე მივწოლოდი. ახლა თავს კარგად ვგრძნობ.“

სუპერგიგანტში საუკეთესო დრო ნორვეგიელმა კეტილ იანსრუდმა აჩვენა, მხოლოდ +014 წმ. წააგო მასთან მეორე ადგილზე გასულმა ავსტრიელმა ვინსენტ კრიხმაიერმა, +0.21 წმ. წააგო გამარჯვებულთან შვეიცარიელმა მარკო კავიცელიმ და მესამე ადგილზე გავიდა.

შემდეგი ვაჟთა მსოფლიო თასის ეტაპები ამერიკაში - ბევერი კრიკში 30 ნოემბერსა და 1-2 დეკემბერს გაიმართება.