მსოფლიო ამბები

20 ნოე '18

ლევიში მიკაელა შიფრინმა და მარსელ ჰირშერმა გაიმარჯვეს

17-18 ნოემბერს ფინეთის კურორტ ლევიში ტრადიციულად ქალთა და ვაჟთა შორის სამთო-სათხილამურო მსოფლიო თასის სლალომის ეტაპები გაიმართა.

17 ნოემბერს ქალთა შორის სლალომი ჩატარდა. ამერიკელმა მიკაელა შიფრინმა გაიმარჯვა, მეორე ადგილზე სლოვაკი პეტრა ვლხოვა გავიდა, მან მიკაელასთან +0.58 წმ. წააგო, მესამე ადგილი კი ავსტრიელმა ბერნადეტ შილდმა დაიკავა. (+0.79 წმ.)

ამ შეჯიბრებაზე ტრადიციულად გამარჯვებულებს ჩუქნიან ირმებს. მიკაელამ მოიგო მესამე ირემი, რომელსაც ,,მისტერ გრუ“ დაარქვა. სახლში მას ჰყავს ,,რუდოლფი“ და ,,სვენი“, რომლებიც 2013 და 2016 წწ.-ს მოიპოვა.

ვაჟთა შორის კი მარსელ ჰირშერმა თავის კარიერაში 59-ე ეტაპი მოიგო, მეორე ადგილზე ნორვეგიელი ჰენრიკ კრისტოფერსენი გავიდა, მან მხოლოდ +0.09 წმ. წააგო, ოლიმპიურმა ჩემპიონმა შვედმა ანდრე მირერმა მესამე ადგილი დაიკავა.

ჰირშერმაც მესამე ირემი - ,,მისტერ სნოუ“ მოიგო.

შემდეგი მსოფლიო თასის ქალთა ეტაპები კილინგტონში და ვაჟთა ეტაპები ლეიქ ლუისში 24-25 ნოემბერს გაიმართება.