საქართველოში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS-ის) წარმომადგენლები იმყოფებიან
ბაკურიანი 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს, ამის გამო 12-15 ნოემბერს საქართველოში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS-ის) წარმომადგენლები:საერთაშორისო ფედერაციის ექსპერტკოორდინატორი სათხილამურო ფრისტაილში ჯო ფიცჯერალდი, სნოუბორდის შეჯიბრების ექსპერტი - უვე ბეიერი, პარკის შეჯიბრებების დირექტორი - რობერტო მორესი, სათხილამურო და სნოუბორდ კროსის ექსპერტი - ჯიპი ბარალო, ტექნიკური ექსპერტები: დავიდე ჩერატო და იულია ფილჩანინა იმყოფებიან.
საქართველოს მხრიდან მათ მასპინძლობენ: სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი - ზურაბ კოსტავა, გენერალური მდივანი - ირინა აჩბა, ვიცე პრეზიდენტი - პატრიკ ლანგი, მთის კურორტების უფროსი - თამაზ გამცემლიძე, ფრისტაილის კომიტეტის მენეჯერი - ლევან მეტრეველი, კურორტ ბაკურიანის მენეჯერი - ლევან გეგეშიძე და ტექნიკური ექსპერტი - ლუკა ელოშვილი.
12-13 ნოემბერს შეჯიბრების ორგანიზატორები ბაკურიანში იმყოფებოდნენ. მათ მსოფლიო ჩემპიონატისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ტექნიკური ინსპექცია განახორციელეს, სტუმრებმა ყველა საშეჯიბრო ადგილი - ,,დიდველი,, და ,,კოხტა გორას,, ტრასები დაათვალიერეს და ფინიშის ადგილები მონიშნეს.
13 ნოემბერს საღამოს კი თბილისში სასტუმრო ,,რუმსში“ შეხვედრა გაიმართა.
დღეს უცხოელი ექსპერტები ,,რესპუბლიკის მოედანსა“ და სტადიონებს: ,,დინამოსა“ და ,,ლოკომოტივს“ დაათვალიერებენ. ისინი განიხილავენ თბილისში ,,ბიგ აირის“ შეჯიბრების ჩატარების შესაძლებლობას. საღამოს კი მთავრობის წევრებთან გაიმართება შეხვედრა.