ქართული ამბები

6 ნოე '18

საქართველოში ჩინეთის შეჯიბრებების საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ

2021 წელს სათხილამურო და სნოუბროდი ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს ჩინეთი, კურორტი - ჟანგიაკოუ/გენთინგი უმაპინძლებს. 2022 წელს ზამთრის ოლიმპიადა პეკინში გაიმართება.

2023 წელს კი სათხილამურო და სნოუბროდი ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი კურორტი - ბაკურიანია. ამასთან დაკავშირებით 2 ნოემბერს საქართველოში სტუმრად იმყოფებოდნენ ჩინეთის შეჯიბრებების საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლები.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლებმა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კოსტავამ მათ დაათვალიერებინეს გუდაურისა და ბაკურიანის სათხილამურო ინფრასტრუქტურა.  ქართული და ჩინური მხარე შეთანხმდნენ, რომ შეჯიბრის ტექნიკურ და საორგანიზაციო საქმიანობის საკითხებზე მომავალშიც ითანმშრომლებენ.