მსოფლიო ამბები

29 ოქტ '18

ზოლდენში ტესა ვორლიმ გაიმარჯვა

27 ოქტომბერს 2018/19 წლის სამთო-სათხილამურო თასის გათამაშება ტრადიციულად ზოლდენში (ავსტრია) გაიხსნა.

მიუხედავად ძლიერი თოვისა, ქალთა გიგანტური სლალომი მაინც ჩატარდა, მეორე დღეს კი ვაჟთა შეჯიბრება გაუქმდა.

ქალთა შორის გაიმარჯვა ფრანგმა ტესა ვორლიმ, რომელიც პირველი ცდის შემდეგ მესამე ადგილზე იყო, მეორე ადგილი დაიკავა იტალიელმა ფედერიკა ბრინიონემ, რომელსაც პირველი ცდის შემდეგ საუკეთესო დრო ჰქონდა, საბოლოოდ გამარჯვებულთან +0.35 წმ. წააგო. მესამე ადგილზე კი ამერიკელი მიკაელა შიფრინი გავიდა, მან ვორლისთან +0.94 წმ. წააგო.