მსოფლიო ამბები

23 ოქტ '18

ლინდსი ვონმა განაცხადა, რომ 2018/19 წლის სეზონის შემდეგ კარიერას დაასრულებს

ტიტულოვანმა ამერიკელმა ლინდსი ვონმა განაცხადა, რომ 2018/19 წლის სეზონი მის კარიერაში იქნება უკანასკნელი. ვონს უნდოდა ინგემარ სტენმარკის რეკორდი მოეხსნა და ამის შემდეგ დაესრულებინა კარიერა, მაგრამ ახლა მან გადაწყვიტა, მომავლი სეზონის დამთავრების შემდეგ კარიერაც დაასრულოს.

ლინდსი ვონს 82 მსოფლიო თასის ეტაპი აქვს მოგებული, 4 ეტაპის მოგებაღა აკლია, რომ სტენმარკის რეკორდს გაუთანაბრდეს, 5 ეტაპის მოგებით კი ახალ რეკორდს დაამყარებს. მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელს ლეიქ ლუისში ძლიერად დაეცა, მაინც მოახერხა ხუთი ეტაპის მოგება.

ლინდსი ვონი: -,,მე თუ რეკორდი დავამყარე, ეს ჩემი ოცნების ასრულება იქნება, თუმცა ვფიქრობ, რომ წარმოუდგენლად წარმატებული კარიერა მქონდა, მე ხომ ქალთა შორის ყველაზე მეტი შეჯიბრება მაქვს მოგებული. ძალიან მინდოდა, რომ ამ ასაკშიც აქტიურად გამეგრძელებინა ასპარეზობა, მაგრამ მომავალზეც უნდა ვიფიქრო.“

მომავალ სეზონზე ლინდსი ვონი გეგმავს, ვიდრე რეკორდს არ დაამყარებს, ყველა სწრაფდაშვებასა და სუპერგიგანტის შეჯიბრებებში მიიღოს მონაწილეობა. გასული წლებისგან განსხვავებით, როდესაც ლინდსი ტექნიკურ სახეობებშიც გამოდიოდა, ამჟამად სწრაფ სახეობებზე გაამახვილებს ყურადრებას.

ლინდსი ვონი 83-ე მსოფლიო თასის ეტაპის მოგებას შეეცდება 30 ნოემბერს კანადაში, კურორტ ლეიქ ლუისში.