ქართული ამბები

18 ოქტ '18

ქართველი სამთო-მოთხილამურეები ზამთრის სეზონისთვის ემზადებიან

2018-2019 წლის ზამთრის სეზონის გახსნამდე სულ ცოტა დრო რჩება. ამ პერიოდში სამთო-მოთხილამურეები ევროპის მყინვარებზე აქტიურად ვარჯიშობენ.

საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ნაკრების წევრებიც: ნინო წიკლაური, იასონ აბრამაშვილი, ალექსი ბენიაიძე და ბესარიონ ჯაფარიძე ავსტრიაში არიან და მომავალი ზამთრის სეზონისთვის ემზადებიან.

ნინო ჰინტერტუქსში ვარჯიშობს, ვაჟთა ნაკრების წევრები კი - მოლტალერში  გადიან მომზადებას. 

წარმატებულ ვარჯიშს ვუსურვებთ მათ!