ქართული ამბები

16 ოქტ '18

თბილისში ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალი ტარდება

15-17 ოქტომბერს საქართველო ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელ მინისტრთა მე-15 საიუბილეო მინისტერიალს მასპინძლობს.

მინისტერიალის ფარგლებში, თბილისს ეწვივნენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე გაბრიელა ბატაინი-დრაგონი, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სპორტზე პასუხისმგებელი მაღალი თანამდებობის პირები, ასევე საერთაშორისო სპორტული და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

მინისტერიალს საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კოსტავა ესწრება.

აღსანიშნავია, რომ თბილისში ასევე იმყოფება ხორვატი ტიტულოვანი სამთო-მოთხილამურე, მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი - იანიცა კოსტელიჩი.

თბილისის მინისტერიალის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ორი  საკვანძო საკითხი: სპორტში ადამიანის უფლებების დაცვა და სპორტში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.

ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალი – 2018 საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება.