ქართული ამბები

4 ოქტ '18

ქართველი სამთო-მოთხილამურეები ავსტრიაში გაემგზავრნენ

დღეს საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ბავშვთა ნაკრების წევრები: ნოდარ კოზანაშვილი, ირაკლი არღვლიანი, მიხეილ ჩართოლანი, კონსტანტინე გოცირიძე, ლუკა ბუჩუკური, ცოტნე ლებანიძე, ოთარ ხვედელიძე და მათი მწვრთნელები იასონ აბარამშვილი და იბრაგიმ ჯ ანიძე ავსტრიაში გაემგზავრნენ.

ავსტრიის ცნობილ მყინვარ - ჰინტერტუქსში ისინი ათი დღის განმავლობაში ივარჯიშებენ.

ჩვენს პატარა მოთხილამურეებს წარმატებულ ვარჯიშს ვუსურვებთ!