მსოფლიო ამბები

14 Sep '18

27-28 ოქტომბერს 2018/19 წლის სამთო-სათხილამურო მსოფლიო თასის გათამაშება ზოლდენში გაიხსნება

2018-2019 წლის FIS-ის სამთო-სათხილამურო მსოფლიო თასის გათამაშება 27-28 ოქტომბერს ტრადიციულად ზოლდენში (ავსტრია, მყინვარი რეტენბახი) გაიხსნება.

ამ შეჯიბრებაზე დიდი მსოფლიო თასის მფლობელები: მიკაელა შიფრინი (ამერიკა) და მარსელ ჰირშერი (ავსტრია), - ორივენი გამოვლენ და პირველობისთვის იბრძოლებენ. მათ 2014 წლის შემდეგ ზოლდენში არ გაუმარჯვიათ.

შარშან ზოლდენში ქალთა შორის გერმანელმა ვიქტორია რებენსბურგმა გაიმარჯვა, მან ლიდერობა წლის ბოლომდე შეინარჩუნა და 2017 წლის გიგანტური სლალომის თასის მფლობელი გახდა, ამ სახეობაში მეორე და მესამე ადგილები ფრანგმა ტესა ვორლიმ და იტალიელმა მანუელა მოლგმა დაიკავეს. მოლგმა კარიერა შარშან დაასრულა. ვაჟთა შეჯიბრება კი ძლიერი ქარის გამო გაუქმდა. 

საერთაშორისო აღიარებით, ავსტრიის სათხილამურო ფედერაციისა და ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტის ძალისხმევით, ზოლდენში მსოფლიო თასის გათამაშების გახსნა არა მარტო შეჯიბრების ჩატარებაა, არამედ უფრო დიდ ღონისძიებად ითვლება. აქ ყოველწლიურად იკრიბებიან: სათხილამურო ინდუსტრიის წარმომადგენლები, ნაციონალური სათხილამურო ფედერციები და სპონსორები. ისინი ზოლდენში წარადგენენ თავიანთ სიახლეებს, განვითარებასა და პროდუქტს. აქ იმართება უამრავი კონფერენციები, თხიალმურების მოყვარულები სპორტსმენთა ხელმოწერებს აგროვებენ. პარასკეობით, ტრადიციულად 13:30 სთ.-ზე FIS-ის სამთო-სათხილამურო ფორუმი იმართება.

სათხილამურო სპორტის გულშემატივრები თავიანთი საყვარელი სპორტსმენების სასტარტო ნომრებით არიან წარმოდგენილნი და ასე აღნიშნავენ ზამთრის ახალი სეზონის დაწყებას.