ქართული ამბები

10 Sep '18

ქართველი მოთხილამურეები შვეიცარიაში გაემგზავრნენ

დღეს საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ნაკრების წევრები: ალექსი ბენიაიძე, სოსო ჯაფარიძე, ბესარიონ ჯაფარიძე, სანდრო ჟორჟოლიანი და მწვრთნელი ვახტანგ თედიაშვილი შვეიცარიაში გაემგზავრნენ.

შვეიცარიის ცნობილ მყინვარ - სასფეში ისინი ორი კვირის განმავლობაში  თავიანთი მწვრთნელის - ვალტერ ჰუბმანის მეთვალყურეობის ქვეშ ივარჯიშებენ.

ჩვენს სპორტსმენებს წარმატებულ ვარჯიშს ვუსურვებთ!