ქართული ამბები

19 Jul '18

ქართველი მოთხილამურეები შვეიცარიაში გაემგზავრნენ

დღეს საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ნაკრების წევრები: იასონ აბრამაშვილი, ალექსი ბენიაიძე, სოსო ჯაფარიძე, ბესარიონ ჯაფარიძე და მწვრთნელი ვახტანგ თედიაშვილი შვეიცარიაში გაემგზავრნენ.

შვეიცარიის ცნობილ მყინვარ - სასფეში ისინი ათი დღის განმავლობაში  თავიანთი მწვრთნელის - ვალტერ ჰუბმანის მეთვალყურეობის ქვეშ ივარჯიშებენ.

ჩვენს სპორტსმენებს წარმატებულ ვარჯიშს ვუსურვებთ!