ქართული ამბები

18 Jun '18

ქართველი მოთხილამურეები ავსტრიაში გაემგზავრნენ

17 ივნისს საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ბავშვთა ნაკრების წევრები: მარიამ ნავერიანი, ნოდარ კოზანაშვილი, კონსტანტინე გოცირიძე, ირაკლი არღვლიანი, მიხეილ ჩართოლანი, ლუკა ბუჩუკური, სამთო-მოთხილამურეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი - სანდრო ჟორჟოლიანი, საქართველოს ფრისტაილის ნაკრების წევრები: დავით თედიაშვილი, ბექა ბერძენიშვილი, მწრთვნელი - იასონ აბრამაშვილი და ფედერაციის წარმომადგენელი ნინო ნინუა ავსტრიაში გაემგზავრნენ.

ისინი ჰინტერტუქსის მყინვარზე ორი კვირის განმავლობაში ივარჯიშებენ.

ჩვენს სპორტსმენებს წარმატებულ ვარჯიშს ვუსურვებთ!