ქართული ამბები

12 Jun '18

ინტერვიუ საქართველოს სამთო-სათხილამურო ნაკრების მწვრთნელთან - ვალტერ ჰუბმანთან

  1. როგორ შეაფასებდით განვლილ ოლიმპიურ სეზონს?

საქართველოს ნაკრებთან შარშან დავიწყე მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ მომავალი სეზონისთვის ფიზიკური მომზადება ცოტა დაგვაგვინდა, მაინც კმაყოფილი ვარ. წელს ყველაფერი დროულად დავიწყეთ.

  1. 2018-19 წლის სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყეთ?

პირველი სავარჯიშო შეკრება ბაკურიანში ახლა დასრულდა. ფიზიკური მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია. ბაკურიანი არაჩვეულებრივი კურორტია. საქართველოს ასეთი კარგი ადგილი, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ სავარჯიშოდ?!

  1. შემდეგ სავარჯიშო შეკრებას სად გეგმავთ, ისევ ბაკურიანში ხომ არა?

ამას მოგვიანებით გადავწყვეტთ. შესაძლოა ზღვის მხარეს გავემგზავროთ, რადგან დიდი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ზღვა ძალიან კარგია ძალების აღდგენისთვის. ახლა სპორტსმენები სახლში არიან, მათ მივეცი სპეციალური პროგრამა, რის მიხედვითაც ივარჯიშებენ. ორ კვირაში საქართველოში დავბრუნდები, რომ შემდეგ შეკრებაზე წავიდეთ.

  1. თქვენი შთაბეჭდილებები ბაკურიანთან დაკავშირებით

ბაკურიანი კარგ სიმაღლეზე მდებარეობს. ზღვის დონიდან ასეთ სიმაღლეზე ვარჯიში კარგ ეფექტს იძლევა. ბაკურიანი მშვენიერი ადგილია სავარჯიშოდ: მთაზე სიარული, სირბილი და სხვადასხვა ვარჯიშები. ასევე ვნახე სათხილამურო ტრასებიც, ძალიან მომეწონა და შესაძლოა სავარჯიშოდ ზაამთარშიც ჩამოვიდეთ. საინტერესო ადგილია.

  1. 2019 წელს არეში მსოფლიო ჩემპიონატზე რამდენი სპორტსმენის წაყვანას ფიქრობთ და რა არის თქვენი მიზანი?

ვფიქრობ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხი ქართველი სპორტსმენი გაემგზავრება. ჩვენ მომავალი სეზონისთვის ვემზადებით როგორც მსოფლიო ჩემპიონატისთვის, ასევე სხვა შეჯიბრებებისთვისაც. ჩვენი მთავარი მიზანი FIS-ის ქულების გაუმჯობესებაა.

  1. ჩვენ 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება მოვიპოვეთ, რას ფიქრობთ ამის შესახებ?

ეს ამბავი რომ გავიგე,გამიხარდა. საქართველოსთვის ეს დიდი გამოცდილება იქნება. მსოფლიო თქვენს ქვეყანას უკეთ გაიცნობს. სამთო-კურორტები ცნობილი გახდება. ეს ქვეყნისთვისკარგია.

  1. როგორ ფიქრობთ ეს მოვლენა მომავალში ხელს შეუწყობს იმას, რომ საქართველოში სამთო-თხილამურებშიც ჩავატაროთ დიდი შეჯიბრებები?

რა თქმა უნდა. მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება, მომავალში ხელს შეუწყობს იმას, რომ სამთო-თხილამურებშიც ჩაატაროთ დიდი შეჯიბრებები. საქართველოში განვითარდება ზამთრის სპორტის სხვსდასხვა სახეობა და ახალგაზრდების მოტივაციისთვისაც ძალიან კარგია.

      დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ!

      დიდი მადლობა.