მსოფლიო ამბები

5 Jun '18

ინტერვიუ ლიზა ჰორნბლედთან

წელს ახალგაზარდა შვედ ლიზა ჰორნბლედს მსოფლიო თასის ტურში დებიუტი ჰქონდა. მან რამდენიმე ძლიერი შედეგი აჩვენა. ლიზა მომავალი 2018/19 წლის სეზონისთვის ემზადება. უკეთ გასაცნობად მას რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ.

საიდან ხართ?

მე ვარ ქალაქიდან, რომელსაც ორნსკოლდსვიკი ჰქვია. აქ სამთო- სათხილამურო სპორტი არ არის პოპულარული, რადგან მოკლე ტრასები გვაქვს. ბავშვობაში ყოველ შაბათ-კვირას 4-5 სთ. ვმგზავრობდი, რომ შვედეთის გრძელ ტრასებზე მევარჯიშა. სპორტული ბავშვი ვიყავი და  სპორტის მრავალი სახეობით ვიყავი დაკავებული. დავდიოდი: ფეხბურთზე, ჰოკეიზე, სამთო-თხილამურებზე და ტრამპლინიდან ხტომაც კი ვცადე. შეჯიბრებებზე მიყვარდა გამოსვლა.

თხილამურებზე სრიალი როგორ დაიწყეთ?

ჩემი საუკეთესო მეგობარი სრიალი იყო და ძალიან მსიამოვნებდა. 7 წლის ასაკში რომ მოვიწამლე, ვეღარ მოვეშვი და ასე ვაგრძელებდი სრიალს. ჩემს მშობლებს არასდროს უსრიალიათ, შეჯიბრებებზე გამოსვლა რომ დავიწყე, ძალიან მგულშემატკივრობდნენ, თუმცა მათ სათხილამურო სამყაროსი არაფერი გაეგებოდათ. თხილამურებზე სრიალის და შეჯიბრებებზე გამოსვლის გამოცდილება თავად მივიღე. ვფიქრობ, რომ ჩემი წარმატება ამ ყველაფერმა განაპირობა. ყველაფერი გავაკეთე ამისთვის, იმიტომ, რომ მინდოდა. ეს ჩემი არჩევანი იყო.

ამ სპორტის რა მოგწონთ ყველაზე მეტად?

ამ სპორტს ბევრი რამ აქვს ისეთი, რომ ძალიან მოგეწონოს. პირველ რიგში - მომწონს შეჯიბრებებზე ასპარეზობა, ნერვიულობა იმაზე, რომ გაიმარჯვო, ვარჯი, მოლოდინი და ყველა ის ემოცია რაც ამ სპორტს ახლავს.

რა გზა გამოიარეთ, სანამ პროფესიონალი მოთხილამურე გახდებოდით?

მსოფლიო თასის გათამაშებაში ბუნებრივად მოვხვდი. არ ვიცოდი რამდენად კარგად ვიასპარეზებდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მზად ვყოფილვარ. მთელი ცხოვრება მსოფლიო თასის ეტაპებს ვუყურებდი, იმდენი დადებითი ემოცია მოდიოდა იქიდან. ცოტა დაუჯერებელია, რომ ახლა მეც იქ ვარ.

გასული სეზონით რამდენად კმაყოფილი ხართ?

შედეგებით კმაყოფილი ვარ. მსოფლიო თასის ტურში პირველი წელია რაც ვასპარეზობდი, ფოკუსირება გამოცდილებაზე და სწავლაზე გავაკეთე. რა თქმა უნდა მინდოდა, რომ კარგადაც მესრიალა. ძალიან ბევრი სიახლე იყო ჩემთვის: ახალი ტრასები, ახალი რაღაცები, რაც შეჯიბრების გარდა უნდა მეკეთებინა, წესები, მედია, ტელევიზია და ა.შ. ვგულისხმობ იმას, რომ მსოფლიო თასის გათამაშებაში ყველაფერი განსხვავებულია.

კმაყოფილი ხართ შედეგებით და გამოცდილების მიღებით?

ჩემი ფორმის გათვალისწინებით, პირველი წელია, რაც სწრაფ სახეობებში ვასპარეზობ და საკმაოდ კარგად გამომივიდა. ბევრი რამ ვისწავლე და ვფიქრობ მზად ვარ, რომ შემდეგი სეზონი უკეთესი იყოს.

თქვენთვის საუკეთესო მოთხილამურეებთან ერთად ასპარეზობა მოტივაციაა თუ პირიქით, ხელის შემშლელი?

საუკეთესო მოთხილამურეებთან ერთად ასპარეზობა, რა თქმა უნდა, ჩემთვის მოტივაციაა. ახლა ვიცი სად ვარ შედარებით ძლიერი და რისი გაუმჯობესება მჭირდება. დიდებულია, როცა ყველაზე სწრაფი მოთხილამურეების გვერდით ხარ.

თქვენ ასევე ასპარეზობდით ევროპის თასის ეტაპებზე. სუპერგიგანტისა და სამთო კომბინაციის თასები მოიპოვეთ, სწრაფდაშვებასა და საერთო ჩათვლაში კი მესამე ადგილები დაიკავეთ. რამდენად რთული იყო ორივე გათამაშებაში ასპარეზობა?

რა თქმა უნდა, რთული იყო ორივეგან: მსოფლიო და ევროპის თასების ეტაპებზე მონაწილეობა. შეჯიბრიდან შეჯიბრზე გადავდიოდი და ვარჯიშის დრო აღარ მრჩებოდა. ასეთი სტილი ავირჩიე. ვცდილობდი ყოველდღიურად გამეუმჯობესებინა სრიალი. როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად რთული იყო ნამდვილად, რადგან მთელი ზამთრის განმავლობაში ფოკუსირება ორივე თასის გათამაშებაზე უნდა გამეკეთებინა. საბოლოოდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ბევრი რამ ვისწავლე.

ევროპის თასის ეტაპებზე წარმატებამ, მსოფლიო თასის გათამაშებისთვის კარგად მოგამზადათ. რა გეგმა გაქვთ მომავალი წლისთვის?

მომავალ წელს მსოფლიო თასის გათამაშებაზე გავაკეთებ ფოკუსირებას და შეიძლება რამდენიმე ევროპის თასის ეტაპზეც გამოვიდე. კარგია, რომ მომავალ წელს მხოლოდ ერთი თასის გათამაშებაში მივიღებ მონაწილეობას.

თქვენ ხართ ევროპის თასის გათამაშებაში ყველაზე წარმატებული შვედი მოთხილამურე. ამის გამო თქვენზე დიდ იმედებს ამყარებენ. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

მომწონს ის ხალხი ვისაც ჩემზე დიდი მოლოდინი აქვს. ვფიქრობ, ეს პოზიტიურია ჩემთვის.

მსოფლიო თასის გათამაშების სწრაფ სახეობებში ერთადერთი შვედი მოთხილამურე ხართ და ევროპის თასის გათამაშებაში მხოლოდ ორნი, გული გწყდებათ, რომ დიდი გუნდი არ გყავთ?

დიახ, რა თქმა უნდა, მწყდება გული, ადრე დიდ გუნდში ვიყავი, მაგრამ ახლა უკვე მივეჩვიე. ყველაფერს აქვს პოზიტიური და ნეგატიური მხარეები. უნდა გამოიყენო ყველა სიტუაცია და ფოკუსირება პოზიტიურ მხარეზე გააკეთო.

პატარა სტუქტურაში ვარჯიშს რა უპირატესობა აქვს?

პატარა სტრუქტურაში ვარჯიშს აქვს ის უპირატესობა, რომ მწვრთნელებისა და სერვისის ყურადღების ცენტრში ხარ. ვარჯიშზე მეტად ხარ მობილიზებული. კიდევ ის აქვს უპირატესობა, რომ რაც მჭირდება, იმას ვვარჯიშობ. (განსხვავებული სახეობები, ფიზიკური მომზადება თუ ტრასის შერჩევა.) პატარა გუნდში მუშაობა ბევრად ეფექტურია. სხვების ლოდინში დროს არ კარგავ. გეგმის შემუშავებაც ცოტა ხალხში უფრო იოლია.

სხვა გუნდებთან ერთად რეგულარულად ვარჯიშობთ?

შარშან სწრაფი სახეობები გერმანიისა და უნგრეთის გუნდებთან ერთად ვივარჯიშეთ. რა თქმა უნდა, როდესაც შესაძლებელია შვედეთის სხვა გუნდებთან ერთადაც ვვარჯიშობ ხოლმე.

2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატი თქვენს სამშობლოში, არეში ტარდება. 7-გზის შვედეთის ჩემპიონი ხართ და ასევე იუნიორების არეს მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხე ადგილის მფლობელი, რამდენად კარგად იცნობთ ამ ტრასებს?

მიყვარს არე და მაგარი იქნება არეში მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა. ვაჟთა ტრასები ძალიან კარგად ვიცი, იმიტომ, რომ იქ ხშირად ვვარჯიშობთ და ვასპარეზობთ ხოლმე. ქალთა სწრაფი სახეობების ტრასებზე არასდროს მისრიალია.

თქვენს სამშობლოში გულშემატკივრობა  უკეთესია  თუ პირიქით, მეტი წნეხი იქნება თქვენთვის?

სახლში, ჩემიანების გულშემატკივრობა პირიქით, ჩემთვის მხარდაჭერა იქნება. იმხელა ენერგიას მაძლევს ის, რომ ჩემს გარშემო ოჯახის წევრები და მეგობრები არიან ხოლმე. პატარა რაღაცებიც კი ძალიან მაბედნიერებს, მაგალითად ყველა ჩემს ენაზე რომ საუბრობს, ნაცნობი ტრასები და ა.შ.

როგორ თვლით, ხართ თუ არა პიედესტალის პრეტენდენტი?

მგონია, რომ ჩემთვის ჯერ ადრეა პოდიუმის მოპოვება. მჭირდება მეტი ვარჯიში და გამოცდილება, მაგრამ წელს მაგრად ვიმუშავებ და ვნახოთ რა იქნება. რაღაცები იმაზე სწრაფად ხდება, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია.