ქართული ამბები

1 Jun '18

როზი მიტერმაიერი და კრისტიან ნოიროიტერი სტუმრად საქართველოში

მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მხარდაჭერით ხუთი დღის განმავლობაში საქართველოში სტუმრად იმყოფებოდნენ სამთო-სათხილამურო სპორტის ლეგენდები - მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი როზი მიტერმაიერი, მსოფლიო თასის მრავალი ეტაპის გამარჯვებული კრისტიან ნოიროიტერი და სამთო-სათხილამურო შეჯიბრებების მოწყობის სპეციალისტი - შტეფან ბერტში. გერმანელი ცოლ-ქმარი ამჟამინდელი წარმატებული სპორტსმენის, სლალომის სპეციალისტის - ფელიქს ნოიროიტერის მშობლები არიან.

როზიმ და კრისტაიანმა დაათვალიერეს საქართველოს სათხილამურო კურორტები, ისინი აღფრთოვანდნენ საქართველოს მთებით. მათ დახმარება აღგვითქვეს, რომ მომავალში საქართველოში სათხილამურო სპორტის განვითარებას ხელს შეუწყობენ. საუბარი იყო იმის შესახებ, რომ ბაკურიანში სათხილამურო სკოლა გაიხსნას.

როზი მიტერმაიერისა და კრისტიან ნოიროიტერის სტუმრობა საქართველოში იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ვიზიტის ბოლო დღეს ისინი პრემიერ მინისტრმა - გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო.