ქართული ამბები

25 May '18

ქართველი სამთო-მოთხილამურეები ზამთრის სეზონისთვის ემზადებიან

საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ნაკრები გუნდის წევრები: იასონ აბრამაშვილი, ალექსი ბენიაიძე და ახალგაზრდული ნაკრების წევრები: ბესარიონ ჯაფარიძე, სანდრო ჟორჟოლიანი და ნოდარ კოზანაშვილი ბაკურიანში იმყოფებიან სავარჯიშო შეკრებაზე. მათ მალე სოსო ჯაფარიძეც შეურთდება.

ისინი ნაკრების მწვრთნელის - ვალტერ ჰუბმანის და მისი ასისტენტის ვახტანგ თედიაშვილის მეთვალყურეობის ქვეშ  ერთი კვირის განმავლობაში ფიზიკურად ივარჯიშებენ. ჩვენი სპორტსმენები გამძლეობაზე, სისწრაფეზე და კორდინაციაზე იმუშავებენ.

წარმატებულ ვარჯიშს ვუსურვებთ მათ!