მსოფლიო ამბები

18 May '18

2023 წელს საქართველო სათხილამურო და სნოუბორდი ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

დღეს, 17 მაისს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის FIS-ის საბჭომ კენჭი უყარა სამთო კურორტს,  სადაც 2023 წელს სათხილამურო და სნოუბორდი ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება. 15 მაისს გაიმართა ბოლო პრეზენტაცია. დღეს, 19:30 სთ.-ზე კოსტა ნავარინოში (საბერძნეთი) FIS-ის ფეისბუქის არხებზე მსურველები პირდაპირ ეთერში ადევნებდნენ თვალყურს.

ბაკურიანი (საქართველო) გახდა გამარჯვებული. 2023 წელს სათხილამურო და სნოუბორდი ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში ჩატარდება. FIS-ის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, რომ საქართველოში ჩატარდება მსოფლიო ჩემპიონტი. 25 მედალი გათამაშდება, აუცილებლად განსხვავებული და კარგი ჩემპიონატი გაიმართება.

,,საქართველო, როგორც FIS სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ნიშნავს იმას, რომ ეს სპორტი შორსმიმავალი და გლობალურია. ესაა ახალგაზრდა დისციპლინები. მივესალმებით მასპინძელ ქვეყანას." - თქვა ჟან ფრანკო კასპერმა.