ქართული ამბები

17 May '18

საქართველო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

საქართველო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.

ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად გახდა ცნობილი საბერძნეთში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის კონგრესზე გამართულ კენჭისყრაზე.

ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების თაობაზე განაცხადი ქართულმა მხარემ 2017 წელს გააკეთა. დღევანდელი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის, საქართველოს სათხილამურო ფედერაციისა და საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ერთობლივი ძალისხმევისა და რამდენიმეწლიანი შრომის შედეგია.

მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში 2023 წელს გაიმართება.