ქართული ამბები

15 May '18

დღეს საქართველოს სათხილამურო ფედერაცია FIS-ის საბჭოს წინაშე პრეზენტაციით წარსდგა

დღეს კოსტა ნავარინოში, საბერძნეთში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის FIS-ის კონგრესზე, საქართველოს სათხილამურო ფედერაცია FIS-ის საბჭოს წინაშე ბაკურიანი 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის პრეზენტაციით წარსდგა.

სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კოსტავა, საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე ონოფრიშვილი და ფრისტაილის კომიტეტის უფროსი ლევან მეტრეველი.

17 მაისს კონგრესზე ოფიციალურად დასახელდება 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების გამარჯვებული კანდიდატის ვინაობა.