ქართული ამბები

11 May '18

მსოფლიო თასის სპორტსმენები 2018/19 წლის აღჭურვილობას ირგებენ

გაზაფხულზე სამთო-სათხილამურო დიდ ოჯახში ცვლილებების პერიოდია: ნაკრები გუნდების წევრები და მწვრთნელები ირჩევა, ვეტერანი სპორტსმენები კარიერას ასრულებენ, მოქმედი სპორტსმენები კი მომავალი სეზონისთვის ახალ აღჭურვილობას ირგებენ. სპორტსმენები სათხილამურო ფირმებთან ახალ კონტრაქტებს დებენ.

რამდენიმე ცნობილმა სპორტსმენმა კონტრაქტი ახალ ფირმასთან გააფორმა.

ავსტრიელმა ვეტერენმა მაქს ფრანცმა, რომელმაც გასულ სეზონზე სამი პოდიუმი მოიპოვა და ასევე 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, განაცხადა, რომ მომავალ სეზონზე ფირმა ,,ფიშერით“ იასპარეზებს. იგი 15 წლის განმავლობაში ,,ატომიკით“ ასპარეზობდა. ,,ავსტრიული თხილამურებით და ისეთ ძლიერ ნაკრების წევრთან, როგორიც ვინც კრიხმაიერია, დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს მაღალი ადგილებისთვის ვიბრძოლებ. ჩემი მიზანი ორეს მსოფლიო ჩემპიონატზე მედლის მოპოვებაა.“ - მაქს ფრანცი. 

 

კანადელმა დასტინ კუკმა, 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. დასტინი 8 წლის განმავლობაში ,,ჰედის“ თხილამურებით ასპარეზობდა, 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კი ,,შტოკლის“ თხილამურებით გამოვა. დასტინმა 2015/16 წლის სეზონი მუხლის მძიმე ტრავმის გამო გამოტოვა, მაგრამ იგი ძლიერად მუშაობს, რომ მსოფლიო თასის გათამაშებას კარგი ფორმით დაუბრუნდეს.

მსოფლიო თასის 2 ეტაპის პრიზიორი - ამერიკელი ლორენ როსი, რომელიც 5 წელი ,,ფიოლკლით“ ასპარეზობდა, მომავალ წელს  შეჯიბრებებზე ,,შტოკლის“ თხილამურებით გამოვა. ლორენი 2017/18 წლის სეზონს ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა, მისი საუკეთესო შედეგი ვალ დიზერში მე-8 ადგილი იყო.

ბრიტანელი დეივ რიდინგი მომავალ სეზონზე მსოფლიო თასის ეტაპის მოგებას ,,დინასტარის“ თხილამურებით შეეცდება. იგი 5 წლის განმავლობაში ,,ფიშერით“ ასპარეზობდა. რიდინგმა 2017/18 წლის მსოფლიო თასის სლალომის საერთო ჩათვლაში მე-11 ადგილი დაიკავა, მისი საუკეთესო შედეგი ოსლოში სამოქალაქო შეჯიბრზე დაკავებული მეოთხე ადგილი იყო. მან ,,დინასტართან“ ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. რიდინგი ასევე ორი წლის განმავლობაში ,,ლანგეს“ სათხილამურო ჩექმით იასპარეზებს. ,,შეიძლება ითქვას, რომ ,,დინასტარით“ გავიზარდე, 20 წლამდე ამ თხილამურებით ვსრიალებდი. იმდენი კარგი მოგონება მაქვს ,,დინასტარით“ სრიალზე და ასპარეზობებზე. ბრენდის შეცვლასთან დაკავშირებით დიდი მოლოდინი მაქვს და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ,,დინასტარმა“ წარმატებას მიაღწიოს.“ - თქვა დეივ რიდინგმა.

მოსკოვში ჩატარებული 2013 წლის შეჯიბრის გამარჯვებული, გერმანელი ლენა დური მომავალ წელს ,,ჰედის“ თხილამურებით იასპარეზებს, მან 4 წელი ,,ფიოლკლით“ ისრიალა. ლენა გასულ სეზონზე საუკეთესოთა ათეულში სამჯერ შევიდა.

 

 შვეიცარიელმა იოანა ჰელენმა, რომელმაც გასულ სეზონზე ვალ დიზერში სუპერგიგანტში მეხუთე ადგილი დაიკავა, ,,ფიოლკლის“ თხილამურები ,,ატომიკის“ ბრენდით შეცვალა.

 

გერმანელმა სლალომის სპეციალისტმა მარინა ვალნერმა, რომელმაც გასულ ზამთარში სამჯერ მოახერხა ათეულში შესვლა, ,,ფიშერის“ თხილამურები ,,ატომიკით“ შეცვალა.

 

გიგანტური სლალომის სპეციალისტმა ჯინო კავიცელიმ განაცხადა, რომ ,,ჰედიდან“ ,,დინასტარზე“ გადაინაცვლა. ..„დარწმუნებული ვარ, რომ ,,დინასტარით“ წინ დიდ ნაბიჯს გადავდგამ. ამ ბრენდის თხილამურებით და გუნდთან ერთად თავს კარგად ვგრძნობ.“ - ჯინო კავიცელი.

 

ნორვეგიელი ბოერნერ ნეტელანდი, რომელმაც ბევერი კრიკში, გიგანტურ სლალომში მე-17 ადგილი დაიკავა, ,,ფიშერის“ ოჯახის წევრი გახდა, მანამდე კი ,,ჰედის“ თხილამურებით სრიალებდა.