ქართული ამბები

29 Mar '18

ქართველი სამთო-მოთხილამურეები თურქეთში წარმატებით ასპარეზობენ

28-31 მარტს თურქეთის კურორტ ერზრუმ/პალანდუკენში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით მიმდინარეობს სამთო-სათხილამურო შეჯიბრებები, სადაც საქართველოს სამთო-მოთხილამურეები: იასონ აბრამაშვილი, ალექსი ბენიაიძე, სოსო და ბესო ჯაფარიძეები ასპარეზობენ.

28 მარტს 2 სლალომი გაიმართა. ალექსი ბენიაიძემ ორივე შეჯიბრება მოიგო, სოსო და ბესო ჯაფარიძეებმა პირველ და მეორე შეჯიბრებაზე მესამე ადგილები დაიკავეს.

იასონ აბრამაშვილი სამწუხაროდ ასპარეზობას გამოეთიშა.

30-31 მარტს ჩვენი მოთხილამურეები გიგანტურ-სლალომში იასპარეზებენ.

ვულოცავთ მათ და მომავალ შეჯიბრებებზე წარმატებას ვუსურვებთ!