ქართული ამბები

22 Mar '18

რევაზ ნაზღაიძემ ბულგარეთში მესამე ადგილი დაიკავა

20-21 მარტს ბულგარეთში კურორტ ბანსკოში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით გაიმართა სნოუბორდის შეჯიბრება - (PGS) პარალელური გიგანტური სლალომი, სადაც 9 ქვეყნის წამყვანი სპორტსმენები ასპარეზობდნენ. ურთულეს ბრძოლაში საქართველოს სნოუბორდის ნაკრების წევრმა - რევაზ ნაზღაიძემ მესამე ადგილი დაიკავა, მან 156 სარეიტინგო ქულა მოიპოვა.

რევაზს აქამდე 70 სარეიტინგო ქულა ჰქონდა და 100 ქულა სჭირდებოდა, რომ კორეის ოლიმპიადაზე ეასპარეზა.  

ვულოცავთ რევაზს ამ წარმატებას!