მსოფლიო ამბები

21 Mar '18

2018 წლის სამთო-სათხილამურო თასის გათამაშება დასრულდა

2017/2018 წლის სამთო-სათხილამურო თასის გათამაშება შვედეთის კურორტ ორეში დასრულდა. 2018 წლის დიდი გლობუსების მფლობელები მიკაელა შიფრინი და მარსელ ჰირშერი გახდნენ.

ორეში ჩემპიონები მსოფლიო თასებით დაჯილდოვდნენ.

დიდი მსოფლიო თასები: მიკაელა შიფრინი, (ამერიკა), მარსელ ჰირშერი (ავსტრია).

სწრაფდაშვება: სოფია გოჯა (იტალია), ბით ფოიცი (შვეიცარია).

სუპერგიგანტი: ტინა ვაირატერი (ლიხტენშტეინი), კეტილ იანსრუდი (ნორვეგია).

სამთო-კომბინაცია: ვენდი ჰოლდნერი (შვეიცარია), პეტერ ფილი (იტალია).

გიგანტური სლალომი: ვიქტორია რებენსბურგი (გერმანია), მარსელ ჰირშერი (ავსტრია).

სლალომი: მიკაელა შიფრინი (ამერიკა), მარსელ ჰირშერი (ავსტრია).

ეროვნული თასი - ქალები: ავსტრია.

ეროვნული თასი - ვაჟები: ავსტრია.

ეროვნული თასი - საერთო: ავსტრია.

ახლა სამთო-მოთხილამურეები საკუთარი ქვეყნების ჩემპიონატებზე მიიღებენ მონაწილეობას შემდეგ კი რამდენიმე კვირა დაისვენებენ და მომავალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებენ.