ქართული ამბები

21 Mar '18

საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ბავშვთა ნაკრები იტალიაში ,,პინოქიოს“ შეჯიბრებაზე მიიღებს მონაწილეობას

დღეს ბავშვთა სამთო-სათხილამურო ნაკრების წევრები: ნინო კურტანიძე, ნოდარ კოზანაშვილი, ირაკლი არღვლიანი, კოტიკო გოცირიძე და მიხეილ ჩართოლანი იტალიაში გაემგზავრნენ.

იტალიის კურორტ აბეტონეში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ბავშვთა შეჯიბრება ,,პინოქიო“  23-24 მარტს ჩატარდება.

ჩვენს პატარა მოთხილამურეებს წარმატებებს ვუსურვებთ!