ქართული ამბები

19 Mar '18

16-17 მარტს გუდაურში 2018 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის მესამე ეტაპი გაიმართა

საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ, სპორტისა და ახალგაზრდობის  საქმეთა სამინისტროს, გენერალური სპონსორი კომპანია "სილქნეტის“ , მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და კომპანია ,,ბორჯომის“  მხარდაჭერით 16 და 17 მარტს გუდაურში 2018 წლის საქართველოს თასის მესამე ეტაპი (სლალომი და გიგანტური სლალომი) კუდების ფერდობზე გამართა.

შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღო: გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარის გუნდებმა, თბილისის წმინდა გიორგის სახელობის სკოლის მოსწავლეებმა, ასევე გუდაურისა და ბაკურიანის სპორტ-სკოლების მოთხილამურეებმა. შეჯიბრებაზე 61 სამთო-მოთხილამურემ იასპარეზა.

ეს შეჯიბრება იმით იყო გამორჩეული, რომ საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ნაკრების წევრმა იასონ აბრამაშვილმა პატარა მოთხილამურებთან ერთად სლალომისა და გიგანტური სლალომის ტრასები გახსნა.

სპორტსმენი გოგონები და ვაჟები,  როგორც ყოველთვის, სამ ასაკობრივ ჯგუფში განაწილდნენ:

          ბავშვები  I,  დაბადების წელი 2004-2005

          ბავშვები II, დაბადების წელი 2002-2003

          მოზრდილები და იუნიორები, დაბადების წელი 2001 და უფროსი ასაკი.

16 მარტს სლალომი გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ახალი თოვლის გამო სპორტსმენებისთვის ასპარეზობა რთული იყო, შეჯიბრება მაინც წარმატებით ჩატარდა.

 2004-2005 წწ. დაბადებულ გოგონათა შორის მარი ჩოგაძემ (აჭარა) გაიმარჯვა, ხოლო ვაჟთა შორის ლუკა ბუჩუკური (გუდაური) გახდა ჩემპიონი. 2002-2003 წწ. დაბადებულ გოგონათა და ვაჟთა შორის გამარჯვებულები: ნინო კურტანიძე (ბაკურიანი) და ნოდარ კოზანაშვილი (ბაკურიანი) გახდნენ. უფროს ასაკში ჩემპიონები ქალთა შორის  თამარ ბარბარიანი (ბაკურიანი) და ვაჟთა შორის ანზორ ჯაფარიძე (სვანეთი) გახდნენ.

 

17 მარტს კი გიგანტური სლალომი ჩატარდა. მზიანმა ამინდმა და თოვლის კარგმა ხარისხმა ორგანიზატორებსა და სპორტსმენებს ხელი შეუწყო, რომ შეჯიბრება წარმატებით გამართულიყო.

2004-2005 წწ. დაბადებულ გოგონათა შორის მარიამ ნავერიანმა (სვანეთი) გაიმარჯვა, ხოლო ვაჟთა შორის კოტიკო გოცირიძე (გუდაური) გახდა ჩემპიონი. 2002-2003 წწ. დაბადებულ გოგონათა შორის ნინო კურტანიძემ (ბაკურიანი) გაიმარჯვა, ხოლო ვაჟთა შორის ჩემპიონი ნოდარ კოზანაშვილი (ბაკურიანი) გახდა. უფროს ასაკში  ქალთა შორის თამარ ბარბარიანმა (ბაკურიანი) და ვაჟთა შორის სანდრო ჟორჟოლიანმა (სვანეთი) გაიმარჯვეს.

სრული შედეგები იხილეთ აქ -

16.03.2018

17.03.2018

შეჯიბრების დასასრულს სპორტსმენები საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდნენ.

საქართველოს თასის ყოველი ეტაპის შესახებ მზადდება სპეციალური ფილმი, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ტელე-ეთერით გადაიცემა და სოციალურ ქსელში ვრცელდება.

2018 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის ფინალურ მეოთხე ეტაპს ისევ გუდაური 4-5 აპრილს უმასპინძლებს.