ქართული ამბები

14 Mar '18

16-17 მარტს გუდაურში საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის გათამაშების მესამე ეტაპი გაიმართება

16-17 მარტს  გუდაური  2018 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის მესამე ეტაპს უმასპინძლებს. შეჯიბრი კუდების ფერდობზე სლალომსა და გიგანტურ სლალომში ჩატარდება. 

საქართველოს თასის ეტაპები  სათხილამურო ფედერაციის, კულტურისა და სპორტისა სამინისტროს, გენერალური სპონსორის კომპანია "სილქნეტის“ , მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და  კომპანია ,,ბორჯომის“  მხარდაჭერით  იმართება.

შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ: გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარის გუნდები, ასევე გუდაურისა და ბაკურიანის სპორტ-სკოლების მოთხილამურეები. 

სპორტსმენი გოგონები და ვაჟები სამ ასაკობრივ ჯგუფში იასპარეზებენ:

          ბავშვები  I,  დაბადების წელი 2004-2005

          ბავშვები II, დაბადების წელი 2002-2003

          მოზრდილები და იუნიორები, დაბადების წელი 2001 და უფროსი ასაკი.

შეჯიბრის დასასრულს სპორტსმენები საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდებიან.

მნიშვნელოვანია, რომ  საქართველოს თასის მოსაპოვებლად წელს გუდაურის გუნდის და ბაკურიანის სამთო-სათხილამურო სკოლების ასოციციის წევრებიც იბრძოლებენ.

ყოველწლიურად სულ უფრო მეტი მოზარდი უერთდება პროფესიულ სპორტს, რითაც  საქართველოს შესაძლებლობა ექმნება სათანადო ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიო ასპარეზზე.

მნიშვნელოვანია, რომ  წელს პირველად  ჩატარდა  სკი კროსის საერთაშორისო ტურნირი ბაკურიანში, რომელმაც FIS-ის და უცხოელი სპეციალისტების დადებითი შეფასება დაიმსახურა. ამ ღონისძიებით სათხილამურო ფედერაციამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სრულ მზადყოფნაშია უმასპინძლოს  2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველოში.  

2018 წლის საქართველოს სამთო-სათხილმაურო თასის გათამაშების ფინალური ეტაპები 4-5 აპრილს გუდაურშივე გაიმართება.