მსოფლიო ამბები

13 Mar '18

კეტილ იანსრუდმა 2018 წლის სუპერგიგანტის თასი მოიპოვა

10-11 მარტს ნორვეგიის კურორტ კვითფელში ვაჟთა სამთო-სათხილამურო მსოფლიო თასის სწრაფი სახეობები ჩატარდა.

სწრაფდაშვება გერმანელმა ტომას დრესენმა მოიგო, მასთან +0.08 წმ. წააგო შვეიცარიელმა ბით ფოიცმა, რომელიც ამ სახეობაში ლიდერია, მესამე ადგილი კი ნორვეგიელმა აკსელ ლუნდ სვინდალმა დაიკავა.

სუპრეგიგანტში კი ყველაზე სწრაფი ნორვეგიელი კეტილ იანსრუდი იყო, მეორე და მესამე ადგილები: შვეიცარიელმა ბით ფოიცმა და ფრანგმა ბრის როჟემ დაიკავეს.

სუპერგიგანტის ჩათვლაში იანსრუდმა ავსტრიელ ჰანეს რაიხელტს 138 ქულით გაუსწრო, რაც იმას ნიშნავს, რომ 2018 წლის სუპერგიგანტის თასი კეტილ იანსრუდმა მოიპოვა. სეზონის დასრულებამდე დარჩენილია მხოლოდ ფინალური ეტაპები, რომელიც 14 მარტს დაიწყება.