მსოფლიო ამბები

12 Mar '18

მიკაელა შიფრინმა 2018 წლის დიდი და სლალომის მცირე თასები მოიპოვა

9-10 მარტს გერმანიის კურორტ ოფტერშვანგში ქალთა სამთო-სათხილამურო მსოფლიო თასის ეტაპები გაიმართა.

გიგანტური სლალომი ნორვეგიელმა რანგჰილდ მუვინკელმა მოიგო. ეს გამარჯვება მის კარიერაში პირველია, მეორე და მესამე ადგილები: გერმანელმა ვიქტორია რებენსბურგმა და ამერიკელმა მიკაელა შიფრინმა დაიკავეს.

მიკაელა შიფრინმა საერთო ჩათვლაში თავის მეტოქეს ვენდი ჰოლდნერს 603 ქულით გაუსწრო, რაც იმას ნიშნავს, რომ მიკაელა შიფრინმა თავის კარიერაში დიდი მსოფლიო თასი მეორედ მოიპოვა.

მეორე დღეს სლალომშიც ჩემპიონი მიკაელა შიფრინი გახდა, მეორე ადგილზე შვეიცარიელი ვენდი ჰოლდნერი გავიდა და მესამე ადგილი შვედმა, ოლიმპიურიმ ჩემპიონმა ფრიდა ჰანსდოთერმა დაიკავა.

შიფრინმა 2018 წლის სლალომის მცირე თასიც მოიპოვა. სლალომის მცირე თასი მის კარიერაში უკვე მეხუთეა.

ფინალური ეტაპები შვედეთში, კურორტ არეში 14 მარტს დაიწყება და 18 მარტს დასრულდება 2018 წლის სამთო-სათხილამურო თასის გათამაშება.