ქართული ამბები

12 Mar '18

ქართველი სამთო-მოთხილამურეები საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრებებზე იასპარეზებენ

დღეს საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ვაჟთა ნაკრების წევრები: ალექსი ბენიაიძე, სოსო ჯაფარიძე და ბესარიონ ჯაფარიძე თავიანთ მწვრთნელთან - ვახტანგ თედიაშვილთან ერთად ავსტრიაში გაემგზავრნენ.

ისინი რამდენიმე დღე ნაკრების მთავარი მწვრთნელის - ვალტერ ჰუბმანის მეთვალყურეობის ქვეშ ივარჯიშებენ და შემდეგ სლოვენიაში გაემგზავრებიან. 16-17 მარტს კი კურორტ გოტლეში და 19-20 მარტს მარიბორში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით დაგეგმილ შეჯიბრებებზე იასპარეზებენ.

წარმატებებს ვუსურვებთ მათ!