მსოფლიო ამბები

7 Mar '18

კრანს-მონტანაში ტინა ვაირატერმა და ფედერიკა ბრინიონემ გაიმარჯვეს

3-4 მარტს შვეიცარიის კურორტ კრანს-მონტანაში ქალთა სამთო-სათხილამურო მსოფლიო თასის სუპერგიგანტი და სამთო კომბინაცია გაიმართა.

სუპერგიგანტი ლიხტენშტეინელმა ტინა ვაირატერმა მოიგო, მეორე ადგილზე ანა ვაითი გავიდა (+0.36 წმ.), მასთან მხოლოდ 0.02 წმ. წააგო შვეიცარიელმა ვენდი ჰოლდნერმა და მესამე ადგილი დაიკავა.

სამთო კომბინაციაში ძალიან დიდი კონკურენცია გაიმართა. იტალიელმა ფედერიკა ბრინიონემ მხოლოდ +0.03 წმ. მოუგო მეორე ადგილზე გასულ მიშელ გისინს, მესამე ადგილზე გასულმა სლოვაკმა პეტრა ვლხოვამ კი გამარჯვებულთან +0.09 წმ. წააგო.

შემდეგი მსოფლიო თასის ეტაპები 9-10 მარტს გერმანიაში - ოფტერშვანგში ჩატარდება.